
გაციება თუ ალერგია?

თავიდან ხშირად გაურკვეველია, გაციებაა თუ ალერგია – მათი სიმპტომების მსგავსების გამო. პირველი ნაბიჯი არის სიმპტომების ყურადღებით მონიტორინგი, დროთა განმავლობაში.
ალერგია არის ჰიპერმგრძნობიარე იმუნური რეაქცია, ზოგადად უვნებელი, უცხო ნივთიერებების – მცენარის მტვრის, ცხოველის თმის, საკვების ან სახლის მტვრის ტკიპების მიმართ.
როგორ განვასხვავოთ ალერგია გაციებისგან?
ამ ორ დაავადებას ბევრი საერთო აქვს, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ მათ განმასხვავებელ ნიშნებს.
გაციებას უფრო მეტად ახასიათებს მოთენთილობა, სახსრების, კუნთების, ყელის ტკივილი, ცხელება, ალერგიას კი – თვალების ქავილი, მსტვენი და ხმაურიანი სუნთქვა, გამონაყარი – ეგზემური (მშრალი, აქერცლილი, წითელი ლაქები, რომლებიც ახასიათებს კანის მუდმივი ქავილი) ან ურტიკარიული (ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი, თანმხლები ქავილით).
• გაციების შესაძლო ნიშნებია სურდო, ხველა, ყელის ტკივილი და დაღლილობა.
• ალერგიის საერთო სიმპტომებია ყელის „ნაკაწრი“ და ცემინების შეტევები, ასევე თვალების ქავილი, ცრემლიანობა ან წვა.
• გაციების დროს ცხვირიდან გამონადენს ახასიათებს მომწვანო-მოყვითალო ფერი და სიბლანტე, ხოლო ალერგიის შემთვევაში ის წყლიანი და გამჭვირვალეა.
წელიწადის დრო
წელიწადის დრო სიმპტომების მიზეზის მიგნებას აადვილებს. გაციებაც და ალერგიაც წელიწადის ოთხივე დროს გვხვდება, თუმცა პირველი უფრო ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში; ალერგია მცენარეების მტვერზე გაზაფხულობით იჩენს თავს, ბალახის მტვერზე – ზაფხულობით და გვიან გაზაფხულზე, ხოლო ამბროზიაზე – შემოდგომობით და გვიან ზაფხულში.
სიმპტომების ხანგრძლივობა
გაციებისგან ალერგიის გარჩევის კიდევ ერთი ხერხია დაავადების ხანგრძლივობაზე დაკვირვება: გაციება, წესისამებრ, თავისთავად გაივლის 7-10 დღეში; არასეზონური ალერგიისგან თავის დასაღწევად საჭიროა მკურნალობა ან ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა, სეზონური ალერგიის დროს კი სიმპტომები, ჩვეულებისამებრ, 2-3 კვირა გრძელდება.
ამრიგად, მიუხედავად ბევრი საერთო სიმპტომისა, ალერგია და გაციება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებებია. დროული დიაგნოსტიკა აუცილებელია სწორი მკურნალობისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის.
საყურადღებოა, რომ გაციებას, ისევე როგორც ალერგიას, შეუძლია გამოიწვიოს ვირუსებისა და ბაქტერიების დაგროვება სინუსებსა და ქვედა სასუნთქ გზებში, შედეგად კი – სერიოზული გართულება.
შემდეგი მიმოხილვა დაგეხმარებათ დიაგნოზის დაზუსტებაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ეჭვი გეპარებათ, უნდა მიმართოთ ექიმს.
გაითვალისწინოთ, რომ თუ ეჭვი გეპარებათ, უნდა მიმართოთ ექიმს.
გაციება | ალერგია | |
სიმპტომები | ცხვირიდან გამონადენი, ყლაპვის გაძნელება , ხველა, ყელის ტკივილი, მცირე დაღლილობა, ცემინება, სხეულის ტკივილი | ყელის ტკივილი , დაღლილობა, გამონაყარი, ქავილი, თვალებიდან ცრემლდენა, ცემინების შეტევები |
გამონადენი ცხვირიდან | მომწვანო-მოყვითალო | წყლიანი და გამჭვირვალე |
დასაწყისი | სიმპტომები თანდათან ვლინდება | სიმპტომები ვლინდება მკვეთრად |
დროის ხანგრძლივობა | სიმპტომები გრძელდება ერთი კვირა ან ნაკლები | მტვერზე ალერგიის შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება გრძელდეს ხანგრძლივად |
სეზონი | შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, ხშირად ზამთარში | ყვავილის ალერგიის შემთხვევაში, სეზონის მიხედვით (მაგ. გაზაფხულზე) |
ამინდი | არ აქვს მნიშვნელობა | მტვერზე ალერგიის შემთხვევაში, ხანმოკლე გაუარესება ხდება წვიმის დროს (ჭექა-ქუხილი) |
ადგილმდებარეობა | სიმპტომები ყველგან ჩნდება | სიმპტომები უპირატესად ვლინდება გარკვეულ ადგილებში, მაგალითად, გარეთ |
ყელი მტკივა – როგორ მოვიქცე?

არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ტკივილი, ყელის წვა, ჩხვლეტა ან ნაკაწრი – თუ სიმპტომები უკვე შემოიპარა, მას ზაფხულის საუკეთესო დღეების გაფუჭება შეუძლია.
აიცილე თავიდან ნებისმიერი სახის ყელის ტკივილი – გამოიყენე ტანტუმ ვერდე სპრეი,
რომელიც არა მხოლოდ ხსნის ყელის ტკივილს, არამადე ხელს უწყობს დაავადების უკუგანვითარებას!