გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    გინგივიტი და მისი მკურნალობა

    პირის ღრუში ბინადრობენ ბაქტერიები, რომლებიც, ლორწოსა და საკვების ნაწილაკებთან ურთიერთქმედების პროცესში, განუწყვეტლივ წარმოქმნიან კბილებზე უფერულ, წებოვან ნადებს. კბილების რეგულარული გამოხეხვის შედეგად, ნადები დიდხანს არ რჩება, არ მაგრდება და არ იქცევა ქვად. არასრულყოფილი ჰიგიენის ან სხვა სისტემური დაავადებების დროს, შეიძლება განვითარდეს გინგივიტი – ღრძილის ანთება, რომელიც გამოწვეულია
    ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორების ზემოქმედებით და მიმდინარეობს კბილ-ღრძილოვანი ნაპრალის ცვლილების გარეშე; ამასთან ვითარდება კბილთაშორისი
    დვრილებისა და მარგინალური (კიდოვანი) მონაკვეთების ანთება. გინგივიტი პერიოდონტული (ღრძილების) დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმაა.

    გინგივიტის გამომწვევი მიზეზებია:

    • პირის ღრუს არასრულყოფილი ჰიგიენა
    • მავნე ჩვევები
    • ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები
    • კბილთა მჭიდრო დგომა
    • ღრძილების ტრავმა

    • იმუნოდეფიციტი
    • სხვასხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
    • ინფექციური დაავადებები
    • სომატური დაავადებები

    გიგნგივიტის გამოვლინება პირის ღრუში ძალიან ჰგავს პაროდონტიტს (კბილის გარშემო, რბილი და მაგარი ქსოვილების ანთებას), თუმცა გინგივიტის დროს
    ანთებითი პროცესი ძვალზე არ ვრცელდება და შემოიფარგლება მხოლოდ რბილი ქსოვილებით. სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი, შესაძლოა, გადავიდეს
    პაროდონტიტში.

    ჯანსაღი ღრძილები მკვრივია, ბაცი ვარდისფერი და მჭიდროდ ეკვრის კბილს, გინგივიტის დროს კი ისინი შუპდება და რბილდება, იღებს მუქ წითელ ფერს. კბილების გახეხვისას ღრძილები სისხლმდენია, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. რაც უფრო ადრე დაიწყებთ სათანადო მოვლას, მით უფრო დიდი იქნება გინგივიტით გამოწვეული ზიანის უკუგანვითარების ალბათობა და ნაკლები – პერიდონტიტად პროგრესირების საფრთხე.

    განასხვავებენ გინგივიტის სხვადასხვა ფორმებს:

    1. კატარული
    2. წყლულოვანი
    3. ჰიპერტროფიული
    4. ატროფიული
    5. დესკვამაციური

    სიმძიმის მიხედვით არსებობს:

    6. მსუბუქი
    7. საშუალო
    8. მძიმე

    მიმდინარეობის მიხედვით:

    9. მწვავე
    10. ქრონიკული

    ხოლო გავრცელების მიხედბვით

    1. ადგილობრივი
    2. ზოგადი

    კატარალური გინგივიტი

    კატარული გინგივიტი ვითარდება როგორც ადგილობრივი (პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის, ყბა-კბილთ ანომალიების და დეფორმაციების, ბჟენისა და პროთეზირების
    დეფექტების და სხვა), ისე ზოგადი ფაქტორების მიზეზით. კატარული გინგივიტი ხშირად თან ახალვს გულ-სისხძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის,
    სისხლმბადი სისტემის დაავადებებს. აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ჰიპოფიზის, ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების ფუნქციათა დარღვევების,
    ინფექციური დაავდებების, სხივური დაზიანების შემთხევევაში.

    კატარული გინგივიტის დროს პაციენტი უჩივის ღრძილებში არასასიამოვნო შეგრძნებას, ქავილს, ზოგჯერ პირის ღრუდან არასასიამუვნო სუნს, ჭამისა და
    კბილების წმენდის დროს – ღრძილებიდან სისხდენას. მწვავე ან ქრონიკული პროცესის გამწვავებისას, საკვების მიღების პროცესში, ტკივილი ძლიერდება,
    მექანიკური და ქიმიური გაღიზიანების გამო. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი

    წყლულოვანი (წყლულოვან-ნეკროზული) გინგივიტი ან ვინსენტ-გინგივიტი არის ღრძილების ინფექციური და ანთებითი დაავადება, რომელიც ვითარდება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა დაავადებასთან ერთად. წყლულოვანი გინგივიტი დაავადების უფრო მძიმე ფორმაა და მწვავედ მიმდინარეობს. დაავადების
    ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტება, რაც პირის ღრუს ადგილობრივ იმუნურ ძალებსაც აქვეითებს და მიკრობთა პათოგენურობის გაძლიერებას განაპირობებს. ანთებითი პროცესი იწყება ღრძილების დონეზე და სწრაფად პროგრესირებს. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმდება და ვლინდება ღრძილების ლორწოვან ზედაპირზე წყლულოვანი დეფექტების სახით. წყლულოვან გინგივიტს თან ახლავს ღრძილების მწვავე ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა სუსტად შეხების შემთხვევაშიც კი, წითელი ან შესიებული ღრძილები, ტკივილი ჭამის ან ყლაპვის დროს, ნაცრისფერი ნადები ღრძილებზე, კრატერის მსგავსი წყლულები კბილებს შორის, უსიამოვნო სუნი პირში, უსიამოვნო სუნი ამოსუნთქულ ჰაერში, ტემპერატურის მომატება 38-39C-მდე, შესიებული
    ლიმფური კვანძები თავის, კისრის და ყბის გარშემო. კვანძები გადიდებული და მტკივნეულია; ავადმყოფი საჭმელს ვერ ჭამს, გაძლიერებული აქვს ნერწყვდენა,
    მოთენთილია, აღენიშნება თავის ტკივილი. წყლულებები ზოგჯერ ვრცელდება პირის ღრუს ლორწოვანზეც. რენტგენოგრაფია ავლენს კბილთაშორისი ძვლოვანი
    ძგიდეების ოსტეოპოროზულობას და ნაწილობრივ განლევას.  ჩვეულებრივ, წყლულოვანი გინგივიტი უფრო ლოკალურია და რომელიმე კბილის არეში
    ვითარდება. წყლულოვან-ნეკროზული გინვიტი იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა იგი ხშირია განვითარებად ქვეყნებში, სადაც არასრულფასოვანი
    კვება და ცუდი საცხოვრებელი პირობებია.

    ჰიპერტროფიული გინგივიტი

    დაავადება, უმეტეს შემთხვევაში, წარმოადგენს კატარალური გინგივიტის ტრანსფორმაციას და გამოიხატება ღრძილების ქსოვილის ზრდაში, ანთებითი
    პროცესის გავლენის ქვეშ, რაც იწვევს ყალბი პაროდონტის ჯიბეების წარმოქმნას. აღინიშნება დაავადების ლოკალიზებული (დაფარავს 1-5 კბილის ფართობს) და
    გენერალიზებული ფორმები. გინგივიტის მსუბუქი ფორმის დროს, ღრძილების გადაზრდილი კიდე, მესამედით ფარავს კბილის გვირგვინს; ძლიერ ფორმას კი
    ახასიათებს კბილის გვირგვინის ნახევრის დახურვა და ღრძილების პაპილების გამოხატული მატება ზომაში. ჰიპერტროფული გინგივიტი საჭიროებს ქირურგიულ
    მკურნალობას (კიურეტაჟი, გინგივექტომია).

    ატროფიული გინგივიტი

    ატროფიული გინგივიტი პირის ღრუს ქრონიკული დაავადებაა. ამ ფორმის დროს ხდება ღრძილის ქსოვილის მოცულობის შემცირება, პაციენტის მგრძნობელობა
    ტემპერატურის ცვლილებების მიმართ იზრდება. შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი დისტროფიული პროცესების ნიადაგზე. ის სიმპტომური გინგივიტის
    სახითაც გვხვდება (ავიტამინოზის შედეგად, პაროდონტოზის დროს და სხვა). ამ ფორმის დროს ანთება ან არ არის გამოხატული, ან ძალიან სუსტია. ღრძილის
    დვრილები ატროფირებულია, კბილთაშორისი სივრცეები – გამოხატული, ღრძილები

    – შემცირებული, ფერმკრთალი. სისხლდენა არ აღინიშნება. ზოგჯერ თან სდევს სოლისებრი დეფექტი.

    დესკვამაციური გინგივიტი

    დესკვამაციური გინგივიტი არის აღწერილობითი ტერმინი, რომელიც მოიცავს მიმაგრებული და მარგინალური ღრძილების ერითემის,
    დესკვამაციის (აქერცვლის), ეროზიის და ბუშტუკების არსებობას. დაზიანებები შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან განზოგადებული და
    შეიძლება გავრცელდეს ალვეოლურ ლორწოვან გარსზე. დაზიანებები, როგორც წესი, იწყება დიფუზური ერითემით და მინიმალური
    დესკვამაციით. დაზიანებული ღრძილის ეპითელიუმი ძალიან მყიფეა და ადვილად აიქერცლება, თუნდაც მცირე ტრავმის შემთხვევაში.
    დესკვამაციური გინგივიტი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მდგომარეობით; ეს მოიცავს დერმატოზებს, როგორიცაა პირის ღრუს
    ბრტყელი ლიქენი, ლორწოვანი გარსის პემფიგოიდი, ვულგარული პემფიგუსი, ბულოზა ეპიდერმოლიზი და ჰერპეტიფორმის დერმატიტი.
    დესკვამაციური გინგივიტი არ განიხილება საბოლოო დიაგნოზად, რადგან ეს არის რამდენიმე დაავადების კლინიკური გამოვლინება.
    როგორც წესი, უფრო მაღალი სიხშირით გვხვდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

    ორსულთა გინგივიტი

    ორსულთა გინგივიტი ორსულობის თანმხლები პროცესია. ვლინდება ორსულობის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით – ტოქსიკოზის ფონზე. ღრძილები დიდდება,
    ალისფერს იღებს, სისხლმდენი და მტკივნეულია. გინგივიტის განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს მოუვლელობა. სპეციალურ მკურნალობას არ მოითხოვს,
    თუმცა აუცილებელია პირადი ჰიგიენური პროცედურების დაცვა. მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაივლის.

    დაავადების პრევენცია:

    რეკომენდებულია პირადი ჰიგიენის წესების გულდასმით დაცვა, სისტემატური სამედიცინო გამოკვლევების გავლა, აგრეთვე დაავადების განვითარების
    მაპროვოცირებელი ფაქტორების დროული აღმოფხვრა. თანმხლები დაავადებების გამოსავლენად პაციენტს ურჩევენ შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტს.

    მკურნალობა

    პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების მკურნალობის მიზანია ეტიოტროპული ფაქტორების მოცილება, პაროდონტის შემადგენელი ელემენტების
    სტრუქტურული და ფუნქციური თვისებების აღდგენა, დაავადების პათოგენეზურ რგოლებზე ზემოქმედების გზით.

    გინგივიტის განკურნებისთვის ხშირ შემთხვევებში საკმარისია გამომწვევი მიზეზების მოშორება და პროფესიული ჰიგიენის ჩატარება, რის შემდეგაც
    სრულყოფილი ჰიგიენური ნორმების დაცვის შემთხვევაში ხდება სრული გამოჯანმრთელება.

    მკურნალობის მეთოდები

    კონსერვატიული მკურნალობა: 

    • პირი ღრუს პროფესიული ჰიგიენა (კბილის ღრძილზედა და ღრძილქვეშა, რბილი და
    მაგარი ნადებების მოშორება)
    • ანთების საწინააღმდეგო თერაპია
    • პირადი ჰიგიენა – პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებების შერჩევა და კბილების
    წმენდის სწორი მეთოდის სწავლება.

    ეტიოლოგიური მკურნალობა: 

    კარიესული დეფექტების მკურნალობა, ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების
    კორექცია, რაციონალური პროთეზირება, თანკბილვის კორექცია, მავნე ჩვევების
    აღმოფხვრა

    ქირურგიული მკურნალობა:

    ღრძილის ჰიპერტროფიული ნაწილის მოკვეთა, ენისა და ტუჩის ლაგმების კორექცია.

    რეკომენდებული პრეპარატი: ტანტუმ ვერდე სავლები
    ხსნარი

    არსებობს პრის ღრუს მოვლის მრავალი ჰიგიენური საშუალება, თუმცა, თუ ყურადღებით შეისწავლით მათ თვისებებს,
    აღმოჩნდება, რომ ისინი წყვეტენ მხოლოდ გარკვეულ პრობლემებს.

    აქედან გამომდინარე, რაციონალური გადაწყვეტილებაა ტანტუმ ვერდეს სავლები ხსნარის (ბენზიდამინის) არჩევა.
    საქმე იმაშია, რომ ეს პრეპარატი მოქმედებს ინფექციაზე, რომელიც ხშირად დაავადების თავდაპირველი მიზეზია. ინფექციასთან
    ერთად, ტანტუმ ვერდეში შემავალი აქტიური ნივთიერება – ბენზიდამინი, ასევე მოქმედებს ანთებით კერებზე,
    რაც ძირითადად იწვევს ტკივილს და დისკომფორტს.

    ტანტუმ ვერდეს აქტიური ნივთიერება – ბენზიდამინი, სინთეზირებულ იქნა იტალიური კომპანია ”ანჟელნის” კვლევით ლაბორატორიაში,
    1960 წელს და იტალიის ფარმაცევტულ ბაზარზე შემოვიდა 1972 წელს. შემდგომში მან „დაიპყრო“ 70-ზე მეტი
    ფარმაცევტული ბაზარი როგორც ევროპაში, ისე ამერიკისა და აზიის კონტინენტებზე. ტანტუმ ვერდეს გააჩნია ანთების
    საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აქვს ასევე ანტისეპტიკური მოქმედება მიკროორგანიზმების
    ფართოს პექტრის მიმართ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ტანტუმ ვერდეს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება (Candida Albicans-თან მიმართებაში), რაც გახდა
    პრეპარატის გამოყენების საფუძველი პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი კარგად აბსორბირდება
    ლორწოვანი გარსით და აღწევს ანთებით ქსოვილებში.

    ტანტუმ ვერდეს გამოყენების ჩვენებებია:

    • ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი
    • გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი
    პერიოდის ჩათვლით)
    • მდგომარეობები ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ
    (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა, კბილის ექსტრაქცია და ა.შ.)

    გამოყენების მეთოდი და დოზირება:

    ორსულობა და ლაქტაცია

    აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარის
    გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.

    მოზრდილები, ხანდაზმული ასაკის პაციენტები და ბავშვები 12 წლიდან, იყენებენ ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარის
    15 მლ-ს (საზომი ჭურჭელი თან ახლავს), 2-3-ჯერ დღეში. აუცილებელია ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარის პირში დაგუბება
    20-30 წამის განმავლობაში და შემდგომ გადმოღვრა. პრეპარატის დანიშვნა 12 წლამდე
    ბავშვებისათვის შესაძლებელია, თუ მათ იციან, როგორ გამოივლონ სავლები.
    განუზავებელი ხსნარი გამოიყენება ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
    განზავებული ხსნარი (პრეპარატის 15 მლ და 15 მლ წყალი შეურიეთ საზომ
    ჭურჭელში) გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენური
    პროცედურებისთვის.