ფარმაცევტული ფორმა: სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის 0.15%.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბენზიდამინი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აქვს ანტისეპტიკური მოქმედება მიკროორგანიზმების ფართოს პექტრის მიმართ. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედოვანი მემბრანების სტაბილიზაციასთან და პროსტოგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან.
აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება Candida Albicans-თან მიმართებაში, რაც გახდა ბენზიდამინის გამოყენების საფუძველი პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი კარგად აბსორბირდება ლორწოვანი გარსით და აღწევს ანთებულ ქსოვილებში.
გამოყენების ჩვენებები:
პირის ღრუსა და ყელის გაღიზიანებისა და ანთებითი პროცესების სიმპტომატური მკურნალობა, მათ შორის ტკივილის სინდრომით (მაგალითად ფარინგიტი, გინგივიტი, სტომატიტი) მიმდინარე, ასევე კონსერვატიული მკურნალობის ან კბილის ამოღების შემდგომ.
უკუჩვენებები:
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
ორსულობა და ლაქტაცია
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატი ტანტუმ ვერდეს გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამერ, მას შემდეგ რაც მოხდება რისკებისა და სარგებელის ინდივიდუალური შეფასების შეთანხმება.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
მოზრდილები: 4-8 შესხურება 2-6-ჯერ დღეში
ბავშვები (6-12 წლისასაკში): 4 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.
ბავშვები (6 წლამდე): 1 შესხურება ბავშვის სხეულის მასის ყოველ 4 კგ-ზე, მაქსიმალური დოზა– 4 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი:
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: პირის სიმშრალე, დაბუჟების, წვის შეგრძნება პირის ღრუში.
განსაკუთრებული მითითებები:
ბენზიდამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული სალიცილის მჟავასა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სამკურნალო საშუალებების (აასს) მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. სიფრთხილით ენიშნება პრეპარატი პაციენტებს ბრონქიალური ასთმის ანამნეზით, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ბრონქოსპაზმი. პრეპარატი ტანტუმ ვერდე შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის შენელებული ტიპის).
1. ასწიეთ შესაშხაპუნებელი კანულა
2. მოათავსეთ კანულა პირის ღრუში და მიმართეთ ანთების კერისკენ, ან ყელის მიმართულებით, ყელის ინფექციის შემთხვევაში. სპრეის მოქმედებისთვის, ნახატზე მონიშნულ ადგილას დააჭირეთ თითი მაგრად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: “Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco – A.C.R.A.F. S.p.A.”
მისამართი: Viale Amelia, 70, 00181, Rome (RM), Italy