გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    ნაყინი და ყელის ტკივილი

    ზაფხულში მშობლები ბავშვებს არ აძლევენ უფლებას, მიირთვან ნაყინი ან ცივი სასმელები, იმ მოტივით, რომ შესაძლოა, გაცივდნენ და ანგინა დაემართოთ. სამედიცინო მეცნიერების თანახმად, ანგინა, იგივე მწვავე ტონზილიტი, ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც პაციენტს ყელის ტკივილი აღენიშნება.

    ბევრი ადამიანისთვის ცივი სასმელები და ნაყინი, უბრალოდ, კლასიკური ზაფხულის ნაწილია. კარგი ამბავი: ცივი სასმელები ჩვეულებრივ არ იწვევს ყელის ტკივილს. თუმცა, ყელის ლორწოვანი გარსის გაგრილების გამო, ცივს საკვებს შეუძლია უფრო მგრძნობიარე გახადოს იგი, პათოგენების მიმართ.

    ზაფხულის, ზღვის და ქვიშის სეზონთან დაკავშირებით, ყველაზე აქტუალური წყალთან შეხებაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გადახურება–გადაცივება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ხოლმე მზის სხივებთან ზედმეტ ურთიერთობას, ან ზედმეტ ცივ წყალთან და ნაყინთან კონტაქტს, რომელსაც, დამეთანხმებით, ბავშვები კი არა, დიდებიც ვერ ავუვლით ხოლმე  გვერდს, ზაფხულობით.

    თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ ადამიანი არ არის ხშირად მოავადე, იმუნური სისტემა ძლიერი აქვს, ნაყინი და ცივი წყალი მასზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ნაყინი და ცივი წყალი არ იწვევს იმ ანთებით პროცესს, რომელსაც ხშირად მიაწერენ მათ მოქმედებას. თუმცა, არსებობს რისკის ჯგუფი, რომლებზეც გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას და ხელს უწყობს ანთებით პროცესებს.

    რისკ ჯგუფები

    რისკის ჯგუფში მოიაზრებიან ქრონიკული ტინზილიტით დაავადებული ადამიანები – როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები; ასევე ქრონიკული ფარინგიტით და ლარინგიტით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც აქვთ რემისიის პერიოდები, ზოგჯერ ხანგრძლივიც კი. შესაძლოა მათ არც იციან, რომ აქვთ ქრონიკული ტინზილიტი, რადგან ეს დაავადება ხშირად ფარულად მიმდინარეობს და არ ვლინდება ანთებით და ხშირი ანგინებით. ამ შემთხვევაში კი შესაძლოა ნებისმიერმა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა გამოიწვიოს მისი გამწვავება.

    ყელი მტკივა - როგორ მოვიქცე?

    არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ტკივილი, ყელის წვა, ჩხვლეტა ან ნაკაწრი – თუ სიმპტომები უკვე შემოიპარა, მას ზაფხულის საუკეთესო დღეების გაფუჭება შეუძლია.

    აიცილე თავიდან ნებისმიერი სახის ყელის ტკივილი – გამოიყენე ტანტუმ ვერდე სპრეი,

    რომელიც არა მხოლოდ ხსნის ყელის ტკივილს, არამადე ხელს უწყობს დაავადების უკუგანვითარებას!

    გაეცანით დანიშნულკებას