ოქროს ბრენდის აღიარება — ზედიზედ მეორედ

ტანტუმ ვერდეს ხარისხი და საიმედოობა კვლავ დადასტურდა. ბრენდი ზედიზედ მეორე წელს – 2024 და 2025 წლებში – დასახელდა „ოქროს ბრენდად” კატეგორიაში „ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები – ორალური სპრეი”. ეს პრესტიჟული დაჯილდოება, რომელსაც Global Idea და The FINANCIAL აწყობენ, საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი და ავტორიტეტული აღიარებაა და კიდევ ერთხელ განამტკიცებს ტანტუმ ვერდეს ლიდერულ პოზიციას.


რა დგას ხანგრძლივი ნდობის უკან

ტანტუმ ვერდე უნიკალური პროდუქტია, რომელიც ეფექტურობასა და ამტანობას შორის ოპტიმალურ ბალანსს გვთავაზობს. ბრენდის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობამ, რომელსაც წარმომადგენლობა წლების განმავლობაში ეწევა – როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებთან, ისე პაციენტებთან.

ინოვაცია ხვდება ტრადიციას

ტანტუმ ვერდე აერთიანებს ათწლეულების გამოცდილებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ბრენდი აგრძელებს განვითარებას, მაგრამ ინარჩუნებს იმ მაღალ ხარისხს, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან. ახალი, პიტნის გემოს აბების დამატებით ტანტუმ ვერდე კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს იმისკენ, რომ ყელისა და პირის ღრუს მოვლა თითოეული ოჯახისთვის უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს.