გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    პირის ღრუს მოვლა ზაფხულში

    ზაფხული მზეზე გართობის, შვებულებისა და გარე აქტივობების დროა, მაგრამ ასევე აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ პირის ღრუს ჯანმრთელობას. თბილი თვეები უნიკალური გამოწვევებითაა სავსე, ჯანსაღი პირის ღრუს შესანარჩუნებლად. საიდუმლო არ არის, რომ რუჯს კიდევ უფრო მეტად უხდება ჯანსაღი, ქათქათა ღიმილი. ამიტომ  გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, მთელი ზაფხულის განმავლობაში ჯანმრთელი ღიმილის შესანარჩუნებლად:

    დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი

    დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე, რაც ამცირებს ნერწყვის გამომუშავებას. ნერწყვი გადამწყვეტ როლს ასრულებს საკვები ნაწილაკების დასაშლელად და პირის ღრუში მჟავიანობის გასანეიტრალებლად. სწორედ ამიტომ, დალიეთ საშუალოდ 2-2,5 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში, რათა შეამციროთ კბილების გაფუჭებისა და ღრძილების დაავადების რისკი.

    უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს

    ზაფხული და შვებულება ხშირად ნიშნავს უფრო მეტის მირთმევას. აირჩიეთ ჯანსაღი ვერსიები, როგორიცაა ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც არ მხოლოდ კარგია თქვენი სხეულისთვის, არამედ ხელს უწყობს კბილების და ღრძილების გაწმენდას.

    დაიცავით ტუჩები

    ტუჩები მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი     SPF-ით, მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად.

    შეზღუდეთ შაქრიანი სასმელები

    მიუხედავად იმისა, რომ მაცდურია გაზიანი სასმელებით, ცივი ყავითა და ტკბილი ცივი ჩაით გაგრილების იდეა, ამ სასმელებს შეუძლიათ მინანქრის გაფუჭება და კარიესის გამოწვევა. ამის ნაცვლად, აირჩიეთ წყალი ან უშაქრო ცივი სასმელები.

    უშაქრო საღეჭი რეზინი

    უშაქრო სახეჭი რეზინის ღეჭვა ხელს უწყობს სალივაციის (ნერწყვის გამოდინების) სტიმულირებას, რაც სასარგებლოა პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ეს კარგი ალტერნატივაა, როცა ჭამის შემდეგ კბილების გახეხვა არ შეგიძლია.

    ფრთხილად იყავით „მათეთრებელი“ პროდუქტების მიმართ

    თეთრი კბილები და ლამაზი ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია. ყველა ადამიანს სურს, თეთრი და ბზინვარე კბილები ქონდეს, რაც მას თავდაჯერებულობას და გამბედაობას მატებს. კბილების გათეთრებას ხშირად ახდენენ სახლის პირობებში, განსაკუთრებით ისინი, ვინც სვამს ბევრ ყავას, ჩაის და მოიხმარს თამბაქოს.  თუმცა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ   „მათეთრებლების“ გადაჭარბებულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს კბილის მგრძნობელობის გაზრდა და  დააზიანოს მინანქარი.

    დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენის ჩვეული რეჟიმი

    საზაფხულო არდადეგებისა და სპონტანური თავგადასავლების გამო, ხშირად ვარღვევთ პირის ღრუს ჰიგიენის რუტინას. დარწმუნდით, რომ გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ, ორი წუთის განმავლობაში.

    რიგ შემთხვევებში, ვითარდება  ღრძილებიდან სისხლდენა ისეთი „უწყინარი“ მანიპულაციების დროს, როგორიცაა კბილების გახეხვა, ფლოსით (კბილის ძაფით) მათი გასუფთავება, ღრძილებზე თითის დაჭერა ან თუნდაც მკვრივი საკვების ღეჭვა. ეს  კი მუთითებს პაროდონტიტზე – ღრძილებისა და კბილის ირგვლივი ქსოვილების (პაროდონტის) დაავადებაზე. პაროდონტიტის მსუბუქი ფორმის დროს შესაძლებელია პირის ღრუს სავლები ხსნარის გამოყენება.

    სავლებ საშუალებებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ცნობილ იტლიურ პრეპარატს, ტანტუმ ვერდეს, გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. მნიშვნელოვანის ის ფაქტიც, რომ ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარი არ იწვევს მიმანქრის შეფერადებას.  (ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი)