
რატომ მტკივა ყელი? ვამოწმებთ 9 მიზეზს!

ყელის ტკივილი ალერგიის შედეგად
ალერგია ყელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზია, განსაკუთრებით გაზაფხულსა და
ზაფხულში, როდესაც მცენარეთა მტვრის კონცენტრაცია მატულობს. ამ დროს
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება და ჭარბი სეკრეცია იწვევს ხახის უკანა კედლის
გაღიზიანებას და ტკივილს.
კუჭის დაავადებები და ყელის ტკივილი
რეფლექსმა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა საყლაპავში და ყელში გადადის, შესაძლოა
გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნება ყელის არეში და ტკივილიც კი, განსაკუთრებით
წოლის დროს. მჟავის გამაღიზიანებელი ზემოქმედება ლორწოვან გარსზე ტკივილს
იწვევს.
ოტიტი და ყელის ტკივილი
შუა ყურის ანთებას ხშირად თან ახლავს ყელის ტკივილი, რადგან სასმენი მილები
ყელის გვერდით კედლებშია განლაგებული. ანთების შედეგად ტკივილი შეიძლება
გავრცელდეს როგორც ყურში, ისე ყელის მიდამოში.

სინუსიტი და ყელის ტკივილი
ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც იწვევენ სინუსების ანთებას,
ხასიათდება სეკრეტის გაჭარბებული წარმოქმნით. სითხის ნაწილი ყელის უკანა
კედელზე ჩამოედინება, რომელიც იწვევს ყელის ლორწოვანის გაღიზიანებას და
ყელის ტკივილს.

სტრესი და ყელის ტკივილი
ქრონიკული სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც ხშირად იწვევს
რესპირატორულ ინფექციებს, რომელთაც თან ახლავს ყელის ტკივილი.
წყლულები და ყელის ტკივილი
ლორწოვან გარსზე გაჩენილი წყლულები და შეიძლება ყელის ტკივილის ერთ-ერთი
მიზეზი იყოს. ისინი ხშირად ანთებასთან ერთად ვითარდება და ამ დროს ტკივილი
წერტილოვანია.
კონდიციონერი და ყელის ტკივილი
ზაფხულში კონდიციონერის გადაჭარბებული გამოყენება იწვევს ლორწოვანი გარსის
გაშრობას, რაც შესაძლებელია ყელის ტკივილის მიზეზი გახდეს.
ფარისებრი ჯირკვალი და ყელის ტკივილი
ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) იწვევს ლორწოვანი
გარსის სიმშრალეს, რაც ყელში დისკომფორტის და ტკივილის მიზეზი შეიძლება
გახდეს.

კბილის ტკივილი შეიძლება ყელის ტკივილის მიზეზი იყოს
კარიესითა და ანთებითი პროცესებით დაზიანებული კბილები ხშირად წარმოადგენს
ინფექციის კერას, რომელიც ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში. ასევე, თუ
მოლარები (უკანა კბილები) დაზიანებულია, კბილის ტკივილი შეიძლება გავრცელდეს
ყელის მიდამოებში და ყელის ტკივილად აღიქმებოდეს.
როგორ დავაღწიოთ თავი ყელის ტკივილს, ტანტუმ ვერდეს გამოყენებით?
როდესაც საქმე ყელის ტკივილს ეხება, იქნება ეს ბაქტერიული, ვირუსული თუ
მექანიკური მიზეზით გამოწვეული, ტანტუმ ვერდე სპრეი არის იდეალური არჩევანი.
მისი აქტიური ინგრედიენტი, ბენზიდამინი, უზრუნველყოფს ანთების
საწინააღმდეგო და სწრაფ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ტანტუმ ვერდე არა
მხოლოდ ხსნის ყელის ტკივილს, არამედ განაპირობებს ანთებითი პროცესის
უკუგანვითარებას.
