გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    რეკომენდირებული პროდუქტები

    ტანტუმ ვერდეს აქტიური ნივთიერებაა ბენზიდამინი. ბენზიდამინი სინთეზირებულ იქნა ”ანჟელნის” ინსტიტუტის კვლევით ლაბორატორიაში 1960 წელს და იტალიის ფარმაცევტულ ბაზარზე შემოვიდა 1972 წელს. შემდგომში მან „დაიპყრო“ 70-ზე მეტი ფარმაცევტული ბაზარი როგორც ევროპაში, ისე ამერიკისა და აზიის კონტინენტებზე. ტანტუმ ვერდეს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და სწრაფგი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. პრეპარატი ასევე გამოირჩევა ანტისეპტიკური ეფექტით, მიკროორგანიზმების ფართოს პექტრის მიმართ. აღსანიშნავია ტანტუმ ვერდეს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებაც, Candida Albicans-თან მიმართებაში, რაც გახდა მისი გამოყენების საფუძველი პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ადგილობრივი გამოყენებისას, პრეპარატი კარგად აბსორბირდება ლორწოვანი გარსით და აღწევს ანთებით ქსოვილებში.

    ორმაგი ეფექტი

    ამსუბუქებს ტკივილს და ამცირებს გამომწვევ ანთებას

    გამაგრილებელი გემო

    შეიცავს პიტნის გემოს, რომელიც იძლევა გაგრილების შეგრძნებას

    ადვილი მოხმარება

    სფრეის სიტემა იძლევა საშუალებას პირდაპირ ანთების ადგილას მიმართოთ, შეიმსუბუქოთ ყელის ტკივილი იქ სადაც საჭიროა

    ტანტუმ ვერდეს გამოყენების ჩვენებებია:

    ტანტუმ ვერდე სფრეი გამოიყენება ყელის ტკივილისა და ანთების, პირის ღრუს და ღრძილების ტკივილის საწინააღმდეგოთ. ტანტუმ ვერდე სფრეის გააჩნია სადეზინფექციო თვისებები და მცირე ანესთეზიური მოქმედება.
    • ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი,
    • გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი
    პერიოდის ჩათვლით);
    • მდგომარეობები ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ
    (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა, კბილის ექსტრაქცია და ა.შ.);

    ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, ტანტუმ ვერდეს დანიშვნის ყველაზე გავრცელებულ ჩვენებას წარმოადგენს ყელის ტკივილი. ეს გასაგებიცაა, რამდენადაც პრეპარატის გამოყენება უზრუნველყოფს ყელის ანთებით დაავადებებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას: ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და ანთებითი პროცესის უკუგანვითარებას.

    როგორ გამოიყენება?

    ტანტუმ ვერდე სფრეის პირველად გამოიყენებისას, დააჭირეთ გამასხურებელს რამდენჯერმე სანამ თანაბარი ნაკადი არ გამოვა.

    როგორ გამივიყენოთ ტანტუმ ვერდე სფრეი 0.15%

    1

    პირველ რიგში აწიეთ ცხვირი რომელიც ასხურებს

    2

    შემდეგ რეგულატორის პირში მოთავსებისას დაუმიზნეთ ანთებით ადგილს

    3

    დააჭირეთ შემასხურებელს საჩვენებელი თითით

    ტანტუმ ვერდე სფრეი 0.15% გამოიყენება როგორც მოზრდილებისთვის ისე 6 წლამდე ბავშვებისთვისაც.

    ზრდასრულებისთვის

    4-8 შესხურება, 2-6 ჯერ დღეში, საჭიროებისამებრ.

    ბავშვებისთვის (6-12 წლის)

    4 შესხურება, 2-6 ჯერ დღეში, საჭიროებისამებრ.

    ბავშვებისთვის (6 წლამდე)

    1 შესხურება ყოველი 4კგ სხეულის წონის, არა უმეტეს 4 შესხურების, 2-6 დღეში, საჭიროებისამებრ.

    ტანტუმ ვერდეს აეროზოლი

    დოზირება:

    ტანტუმ ვერდე 0,15% 30მლ აეროზოლი
    მოზრდილები (12 წლის ზემოთ): 4-8 შესხურება, 2-6 ჯერ დღეში
    ბავშვები (6-12წწ): 4 შესხურება, 2-6-ჯერ დღეში
    ბავშვები (6 წლამდე): ერთი შესხურება, ბავშვის სხეულის მასის
    ყოველ 4 კგ-ზე; მაქსიმალური დოზა – 4 შესხურება, 2-6-ჯერ
    დღეში

    ტანტუმ ვერდეს სავლები ხსნარი

    დოზირება:

    მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ:
    5-15 მლ ხსნარი 2-3-ჯერ დღეში, 20-30 წამის
    განმავლობაში
    განუზავებელი ხსნარი
    გამოიყენებს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ
    განზავებული ხსნარი (5-15მლ ხსნარი + 5-15 მლ
    წყალი)

    გამოიყენება პირის ღრუს და ყელის ყოველდღიური
    ჰიგიენური პროცედირებისთვის