გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    როგორ შევარჩიოთ სპრეი ყელის ტკივილისთვის

    სპრეების კლასიფიკაცია

    ექიმების რეკომენდაციების მიხედვით, ყელის დაავადებების მკურნალობა უნდა
    იყოს ყოვლისმომცველი და ჰქონდეს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და
    სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი.

    იმისთვის, რომ გაგვერკვია, რა განსხვავებაა ყელის სპრეებს შორის, მათი აქტიური
    ნივთიერებები კლასებად დავყავით და შევადარეთ მათი სამკურნალო ეფექტი.

    სპრეი ანტისეპტიკი – ყველაზე გავრცელებული ყელის ტკივილის საშუალება სპრეებს
    შორის. ანტისეპტიკი ნივთიერებაა, რომელიც კლავს მიკრობებს, მაგრამ ქსოვილებში,
    სადაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ვერ აღწევს. ანტისეპტიკები ანადგურებენ
    მხოლოდ ლორწოვან გარსზე არსებულ ბაქტერიებსა და სოკოებს. ანტისეპტიკი ასევე
    არ მოქმედებს ტკივილსა და ანთებით პროცესზე.

    ანტისეპტიკი ანესთეტიკით – ასევე არ მოქმედებს ანთებაზე, მაგრამ აქვს მოკლე
    ტკივილ გამაყუჩებელი ეფექტი.

    ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება –
    ანტისეპტიკისგან განსხვავებით, აღწევს ანთებით კერაში. მოწოდებულია ანთების
    დასაცხრობად, მაგრამ ვერ კლავს მიკრობებს, რომლებიც ხშირად რესპირატორული
    დაავადებების გამომწვევი მიზეზია.

    სპრეი ტანტუმ ვერდე – შეიცავს ბენზიდამინს, რომელსაც აქვს ანთების
    საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილ გამაყუჩებელი ეფექტი.

    ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

    ყელის ტკივილის ძირითადი მიზეზი არის ანთება. ანთება მიმდინარეობს ყელის
    ქსოვილების სიღრმეში და არა ზედაპირზე. ანთებასთან ბრძოლაში მთავარია,
    მოქმედმა ნივთიერებამ შეძლოს ქსოვილების შიგნით შეღწევა, ანთების წყარომდე.
    ანტისეპტიკებს არ შეუძლიათ ქსოვილებში შეღწევა და ისინი მარტივად
    ჩამოირეცხება ნერწყვით, ლორწოვანის ზედაპირიდან. ანტისეპტიკებისგან
    განსხვავებით, ტანტუმ ვერდე ღრმად აღწევს ქსოვილებში და ხსნის ანთებით
    პროცესს.

    თავდაპირველად ანტისეპტიკის ხსნარი გამოიყენებოდა ღია ჭრილობის
    დეზინფექციისთვის, ქირურგიული ოპერაციის მიმდინარეობისას; ქსოვილებში
    ღრმად შეღწევის და ანთების ჩაცხრობის უნარი კი მათ არ გააჩნია.

    შესაძლოა გქონიათ შემთხვევა, როცა სხვა პოპულარული, რეკლამირებადი სპრეის
    გამოყენებისას, ვერ მიიღეთ სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

    ოროფარინქსის ფარინგოსკოპიური სურათი ტანტუმ ვერდეთი მკურნალობის დროს

    ცხვირხახის ფარინგოსკოპიური სურათი, ტანტუმ ვერდეთი
    მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ

    ცხვირხახის სიწითლის შემცირების შედეგები, ტანტუმ ვერდეს გამოყენების შემდეგ

    ამ კვლევის შედეგი ნათლად აჩვენებს ტანტუმ ვერდე სპრეის გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.

    ტკივილგამაყუჩებელი

    ტკივილი ყელის არეში გამოწვეულია ანთებით. იმისთვის რომ ტკივილი შევამციროთ მის გამომწვევ მიზეზზე უნდა მოვახდინოთ ზემოქმედება – განვკურნოთ ანთება, ან დროებით შევნიღბოთ ტკივილი ანტისეპტიკის გამოყენებით.

    • ანტისეპტიკი ანესთეტიკით Შეუძლია მოკლე პერიოდით შეამციროს ტკივილის ინტენტისივობა Მაგრამ მათი მოქმედება მოკლეხნიანი და ანთებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

    • ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
    ხსნიან ანთებას, მაგრამ ტკივილის გაყუჩება არ დგება მომენტალურად, ასევე საშიშია მათი გამოყენება ზოგიერთი პრეპარატთან კომბინირებით რომლებიც გამოიყენება გაციების დროს

    ტანტუმ ვერდე
    შეიცავს ანტისეპტიკური და ადგილობრივი ნივთიერებების თვისებებს
    სპრეი პირველივე წუთებინად აყუჩებს ტკივილს და ამავდროულად ღრმად აღწევს ქსოვილებში და ებრძვის ანთებას, ამასთანავე მისი გამოყენება უსაფრთხოა სხვა გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებთან

    ტანტუმ ვერდეს ახასიათებს სწრაფი და ხანგრძლივი ეფექტი ყელის ტკივილზე

    ტანტუმისა და ლიდოკაინის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის შედარება

    ერთი საათის შემდეგ ტკივილის მქონე პაციენტების რაოდენობა:

    კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წამლების გამოყენებიდან ერთი საათის შემდეგ, ტანტუმ ვერდეს (ბენზიდამინის) ჯგუფში 2-ჯერ ნაკლები ადამიანი განიცდიდა ტკივილს ერთი საათის განმავლობაში, ლიდოკაინის ჯგუფთან შედარებით.

    ანტიბაქტერიული მოქმედება

    ყელის ანთების, ნადების და ჩირქოვანი დაზიანებების მიზეზი არის პათოგენური მიკროფლორა.
    ზოგიერთი გავრცელებული პათოგენი, რომელიც იწვევს ყელის დაავადებებს, არის ბაქტერიები და სოკოები.
    ტანტუმ ვერდეს-ს აქვს გამოხატული ანტიმიკრობული ეფექტი და აჩერებს უჯრედის კვების და გამრავლების პროცესს, ახვევს მის გარსს.*

    კანდიდა სოკო ტანტუმით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ (7000-ჯერ გადიდებული)

    ტანტუმ ვერდე სპრეი

    ტანტუმ ვერდე არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც აქვს მოქმედების უნიკალური მექანიზმი. ეს საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ საჭირო ანთების საწინააღმდეგო აქტივობა მაღალი უსაფრთხოების პროფილის შენარჩუნებით, რაც მიუწვდომელია სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისთვის (კეტოპროფენი, ფლურბიპროფენი). ამიტომ, ტანტუმ ვერდე შეიძლება გამოყენებულ იქნას ადრეული ასაკიდან ბავშვებში, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და აქვს მნიშვნელოვნად დაბალი რისკი წამალ-წამალთან ურთიერთქმედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ხშირად გამოიყენება გაციების დროს