გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    როგორ ვუმკურნალოთ ანგინას?

    ანგინა (ტონზილიტი, ტონზილო-ფარინგიტი) ხახის და ხახის ნუშურების მწვავე ანთებითი დაავადებაა. ნუშურა ჯირკვალი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის
    ორივე მხარეზეა განლაგებული. ანგინის ძირითად გამომწვევს წარმოადგენს ვირუსული (40%) ინფექცია. ვირუსების შემდეგ, ამ დაავადების ყველაზე ხშირი
    გამომწვევია ბაქტერიული (30%) ფლორა, კერძოდ A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.

    სიმპტომები

    • ძლიერი ტკივილი ყლაპვისას დროს; ყლაპვის გაძნელება
    • ხშირი ნერწყვდენა (სალივაცია)
    • ნადების და ჩირქოვანი საცობების წარმოქმნა

    • პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანის გარსის შეშუპება და სიწითლე
    • ინტოქსიკაციის ნიშნები: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, შემცივნება,
    ტემპერატურის მომატება (38-39 გრადუსამდე)
    • გადიდებული ლიმფური კვანძები

    მკურნალობის მეთოდები

    ყელის ტკივილი ყოველთვის არ არის მსუბუქი დაავადება, რომელიც გრძელდება 3-5 დღე. ყელის ტკივილის ზოგიერთი ფორმა, მათ შორის ტონზილიტი, საკმაოდ საშიშია და საჭიროებს მკურნალობის განსაკუთრებულ მეთოდებს, სპეციალისტების ჩართულობით.

    ტონზილიტის მკურნალობის სამი ძირითადი
    მიმართულებაა:

    ადგილობრივი ანუ ლოკალური მკურნალობა
    (ადგილობრივად სავლები ხსნარის, საწუწნი აბების და სპრეის გამოყენება)

    სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია
    (გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის ვიზიტის შემდეგ)

    ქირირგიული მკურნალობა
    მორეციდივე, ჩირქოვანი ტონზილიტის შემთხვევაში, მხოლოდ ანტიბიოტიკები არ
    არის ეფექტური და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

    ლოკალური თერაპია

    მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ადგილობრივი თერაპიაა. ამ შემთხვევაში, მედიკამენტების ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

    სავლები ხსნარი
    ხსნარების მთავარი ამოცანაა ყელის ანთებული ადგილების გამორეცხვა. ამ დროს
    ირეცხება პათოგენური მიკრობები და ანთებითი პროდუქტები (ჩირქი).

    სპრეი ყელის ტკივილისთვის
    ანთების ადგილზე წამლის მიტანის ყველაზე ოპტიმალური გზა არის ნუშისებრი
    ჯირკვლებზე პირდაპირი შესხურება.

    საწუწნი ტაბლეტები
    საწუწნი აბები ანთების წერტილთან ინარჩუნებს ყველაზე დიდხნიან კონტაქტს

    პასუხები საინტერესო კითხვებზე

    როგორ მოვიშოროთ ყელის ტკივილი სწრაფად?

    არსებობს წამლების კლასი, რომელიც სწრადად აყუჩებს ტკივილს – ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც 1-2 წუთში აყუჩებს ტკივილს, მაგრამ მათ აქვთ
    მთელი რიგი უარყოფითი თვისებები. პირველ რიგში, ეფექტის მოკლე ხანგრძლივობა (20-40 წუთი). მეორეც, ანთების საწინააღმდეგო აქტივობის ნაკლებობა, რაც ნიშნავს ტკივილის შემსუბუქებას, მისი ძირეული მიზეზის აღმოფხვრის გარეშე. პრეპარატ ტანტუმ ვერდეს უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი
    ერთდროულად ფლობს როგორც სწრაფ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს (მის შემადგენელ მოლეკულას – ბენზიდამინს, ახასიათებს სტრუქტურული მსგავსება
    ანესთეტიკებთან), ისე ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. ეს კი საშუალებას გაძლევთ, აღმოფხვრათ ტკივილის უშუალო მიზეზი და იმავდროულად მიიღოთ
    სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

    რატომ მტკივა ყელი ?

    ინფექციის შეღწევა ყელის ქსოვილში იწვევს ორგანიზმის პასუხს – ანთებას, რასაც თან ახლავს შეშუპება. ტკივილის მიზეზებია ნერვულ რეცეპტორებზე შეშუპებული ქსოვილის მექანიკური ზეწოლა. ანთების ჩახშობით, თქვენ ებრძვით თქვენი ყელის ტკივილის ძირეულ მიზეზს. ვინაიდან ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ქსოვილის სიღრმეში და არა ზედაპირზე, პრეპარატს უნდა შეეძლოს, შეაღწიოს ანთების კერაში.
    ფართოდ გამოყენებული ანტისეპტიკური კლასის პრეპარატებს არ აქვთ ქსოვილებში შეღწევის უნარი და შესაბამისად, არ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ანტისეპტიკებისგან განსხვავებით, ტანტუმ ვერდე (როგორც სპრეის, ისე სავლები ხსნარის ფორმით) კარგად აღწევს ანთების კერაში და უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

    რატომ არის რეკომენდირებული ბევრი სითხის დალევა ყელის ტკივილის დროს?

    ინფექციური დაავადებების დროს სიმპტომების უმეტესობა (ცხელება, სისუსტე) გამოწვეულია ინტოქსიკაციით, რაც გულისხმობს მიკრობული ნარჩენებით
    მოწამვლსა. დიდი მოცულობის სითხის მოხმარება საშუალებას გაძლევთ, განაახლოთ უჯრედშიდა სითხის რეზერვები, რაც გულისხმობს უჯრედებიდან ტოქსინებისა და ვირუსების მოცილებას და უზრუნველყოფს დეტოქსიკაციის ეფექტს.

    არის თუ არა სხვაობა მარილიან ხსნარს და წამალს შორის ?

    ხსნარს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური ეფექტი და არ არის წამალი, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება მკურნალობის ძირითად მეთოდად.

    არის თუ არა კარგი სოდიანი და მარილიანი წყლის გამოვლება, ყელის ტკივილის დროს?

    ხსნარში მარილის უფრო მაღალი კონცენტრაციის გამო (ადამიანის უჯრედშიდა სითხესთან შედარებით), ხდება სითხის გამოყოფა ყელის ანთებითი ქსოვილებიდან,
    რომელსაც თან გამოაქვს პათოგენები და დაშლის პროდუქტები. ამრიგად, მარილიანი გამრეცხი ხსნარი სასარგებლო გავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე.

    რა სხვაობაა ყელის სპრეებს შორის?

    არსებობს ყელის ტკივილის საწინააღმდეგო სპრეის რამდენიმე სახეობა: ანტისეპტიკები, საანესთეზიო საშუალებები, არასტეროიდული ანთების
    საწინააღმდეგო პრეპარატები (წაიკითხეთ მეტი სტატიაში „როგორ ავირჩიოთ სპრეი ყელის ტკივილისთვის“). თითოეული ამ კლასის თერაპიული ეფექტები აღწერილია ქვემოთ მოყვანილ ტაბულაში:

    ტანტუმ ვერდე სპრეი და ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარი:

    გააჩნია ოთხმაგი მოქმედება:
    • ანტიბაქტერიული
    • სოკოს საწინააღმდეგო
    • ანთების საწინააღმდეგო
    • ტკივილგამაყუჩებელი