
როგორ ვუმკურნალოთ ხმის ჩახლეჩას და ყელის ტკივილს

ხმის ჩახლეჩა და მისი სიმპტომები
მბგერავი იოგები არის მყესოვანი შენების ქსოვილის ორი ზოლი ხორხის შიგნით,
რომლის მოძრაობასაც უზრუნველყოფს ხორხის კუნთები. სწორედ ისინი ვიბრირებენ
ხმის წარმოქმნისას, როდესაც ვსაუბრობთ ან ვმღერით. მბგერავი იოგების დაზიანებამ
შესაძლოა გამოიწვიოს ხმის ტემბრის ცვლილება, რაც ართულებს და მტკივნეულს
ხდის ლაპარაკს ან სიმღერას.
მბგერავი იოგების დაზიანების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ხმის ჩახლეჩვა.
ამასტან, სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და იმაზე, თუ
რამდენად აფერხებს ის მბგერავი იოგების გახსნას, დახურვას და ვიბრაციას.
რა იწვევს ხმის ჩახლეჩას?
ხმის ჩახლეჩას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ხანგრძლივი დროის
განმავლობაში ლაპარაკმა, ყვირილმა, სიმღერამ ან ხმის დაძაბვამ შეიძლება
გამოიწვიოს მბგერავი იოგების გაღიზიანება და ანთება, რაც საბოლოოდ იწვევს
დაზიანებებს. სიმღერა (განსაკუთრებით პროფესიონალ მომღერლებში), ყვირილი და
ხშირი საუბარი (მაგალითად, თუ მასწავლებელი, მწვრთნელი ან გამყიდველი ხართ)
შესაძლოა გახდეს კვანძების ან პოლიპების გამომწვევი მიზეზი.
ხმის ჩახლეჩვა შეიძლება გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებმა,
ალერგიამ. ხანდახან მიზეზი უფრო სერიოზულია, მაგალითად, გრძელვადიანი
ინფექციები ან ყელის ქრონიკული პრობლემები. ვირუსული ინფექციები არის ხმის
ჩახლეჩის ყველაზე ხშირი მიზეზი.
ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა გააუარესონ მდგომარეობა:
• მოწევა
• სინუსიტი
• ალერგია
• ჰიპოთირეოზი
• ქრონუკული გასტროეზოფაგალური რეფლუქსი (GERD)
• ალკოჰოლის ან კოფეინის გადაჭარბებული მოხმარება;
• ხორხის კიბო;
• ნევროლოგიური დაავადებები (სპაზმური დისფონია, მბგერავი ნაოჭების
დამბლა);
• ფსიქოლოგიური ტრავმა.
ალერგია და ქიმიური გამღიზიანებლები: ნიკოტინი და ალერგენები იწვევენ მბგერავი
იოგების და ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.

ქცევის მოდიფიკაციები: ქცევითი ინტერვენციები დაგეხმარებათ ცხოვრების წესის კორექტირებაში, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ხმის დაზიანებისგან დასაცავად. მოწევაზე თავის დანებება, სტრესის შემცირება და სწორი კვება დაგეხმარებათ სიმპტომების შესამსუბუქებაში.
ძირითადი სამედიცინო პრობლემების მკურნალობა:
ასეთი მკურნალობა, მიმართულია იმ ძირითადი მიზეზების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ მბგერავი იოგების ანთებას, როგორიცაა რეფლუქსი, ალერგია და სინუსიტი. მან შეიძლება უზრუნველყოს სიმპტომების შემცირება.
- სვით ბევრი წყალი, განსაკუთრებით – ვარჯიშის დროს.
- ეცადეთ, დღის განმავლობაში ხმა პერიოდულად დაასვენოთ.
- არ მოწიოთ. ერიდეთ გარემოს, სადაც ეწევიან. კვამლი მბგერავ ნაოჭებს აღიზიანებს. ნაოჭების კიბო ყველაზე ხშირად სწორედ მწეველებს ემართებათ.
- ერიდეთ ცხარე საკვებს – მას შეუძლია გამოიწვიოს კუჭის მჟავა წვენის საყლაპავში ასვლა და ლორწოვანი გარსის დაზიანება.
- დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსული ინფექცია (გაციება, გრიპი და სხვა).
- საკმარისად დაისვენეთ. ფიზიკური დაღლილობა ხმას ვნებს.
- ეცადეთ, ხმა არ გადატვირთოთ. ერიდეთ ლაპარაკს და სიმღერას, როდესაც ხმა ჩახლეჩილი ან “დაღლილი” გაქვთ.
- დაასვენეთ ხმა ავადმყოფობის დროს – ავადმყოფობა მისთვის დამატებითი სტრესია.
- ერიდეთ “ვოკალურ უკიდურესობებს” – ყვირილს და ჩურჩულს. ხმის დაძაბვა შეუძლია როგორც მეტისმეტად ხმამაღალ, ისე მეტისმეტად ხმადაბალ საუბარს.
- გამოიყენეთ სუნთქვის სწორი ტექნიკა, საუბრისა თუ სიმღერისა დროს. ხმის გასაძლიერებლად ძალას ნუ დაატანთ ყელს. ყელიდან საუბარი, სათანადო სუნთქვითი მხარდაჭერის გარეშე, ხმას ძალიან ტვირთავს.
- საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ მიკროფონი.
ხმის ცვლილების ზოგიერთი მიზეზი არც ისე საშიშია, ზოგიერთი კი სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ხმის შეცვლის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე მაინც გვექნება წარმოდგენა.
ლარინგიტი
ლარინგიტი ხორხისა და მბგერავი ნაოჭების ანთებაა. ვირუსული ლარინგიტი ვლინდება ხმის ჩახლეჩით, ყელის ტკივილით, ხველით, სიცხით. ასეთ დროს რეკომენდებულია დასვენება, სითხეების მიღება. ბაქტერიული ლარინგიტის დროს, როდესაც ადამიანი იღებს ყვითელ ან მწვანე ნახველს, შესაძლოა, მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა გახდეს საჭირო.
თუ „გაციების სიმპტომებმა“ გაიარა, ხმა კი ჩახლეჩილი დარჩა, სხვა მიზეზი უნდა მოიძებნოს (მჟავა რეფლუქსი, ალერგია, სიგარეტის კვამლის ზემოქმედება, წარმონაქმნი ყელში).
ზოგი ლარინგიტს ხმის მუდმივ ჩახლეჩას უწოდებს, რაც შეცდომაა. ლარინგიტს გაციების სხვა ნიშნებიც უნდა ახლდეს თან, მხოლოდ ხმის ჩახლეჩა კი შესაძლოა უფრო სერიოზული პრობლემის ადრეული ნიშანი იყოს, განსაკუთრებით – მწეველებთან. თუ ხმა ორ-სამ კვირაში არ აღდგა, საჭიროა მბგერავი ნაოჭების გამოკვლევა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხმის ჩახლეჩის მიზეზი გაციებაა, გამოიყენეთ ტანტუმ ვერდე სპრეი!
როგორ მოქმედებს ტანტუმ ვერდე ?
ტანტუმ ვერდე არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სპრეი, რომელიც ხსნის ანთებას, ამცირებს ტკივილს და აჩქარებს ხმის აღდგენას.
მოქმედების მექანიზმი:
ტანტუმ ვერდე შეიცავს ბენზიდამინს, რომელიც არის ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. იგი ამცირებს ანთებას და ხსნის ტკივილს იქ, სადაც ის ყველაზე საჭიროა – ყელის ღრმა ნაწილებში.
