გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    პირის ღრუს მოვლა

    ტანტუმ ვერდე სავლები

    0.15%
    120 ml

    ნუ მისცემთ უფლებას პირის ღრუს პრობლემებს ხელი შეუშალოს თქვენს გეგმებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანტუმ ვერდე სავლები, რომელიც დაფუძნებულია ბენზიდამინზე, რომელსაც შეუძლია ტკივილის შემსუბუქება და მის გამომწვევი ანთების შემცირებით.

    ორმაგი ეფექტი

    ამსუბუქებს ტკივილს და ამცირებს გამომწვევ ანთებას

    გამაგრილებელი გემო

    შეიცავს პიტნის გემოს, რომელიც იძლევა გაგრილების შეგრძნებას

    ადვილი მოხმარება

    დოზირების ჭიქის დახმარებით

    რისთვის გამოიყენება?

    ტანტუმ ვერდე სავლები მოქმედებს ყელის, პირის ღრუს და ღრძილების ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ. ტანტუმ ვერდე სავლების ასევე გააჩნია სადეზინფექციო თვისებები და ზომიერი ზედაპირული საანესთეზიო მოქმედება.

    როგორ მოქმედებს?

    აქტიური ნივთიერება არის ბენზიდამინი. ბენზიდამინი აქტიურია პირის ღრუსა და ფარინქსში ლოკალიზებული გამაღიზიანებელი პროცესების სამკურნალოდ.

    გარდა ამისა, ბენზიდამინს აქვს საშუალო ინტენსივობის ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი.

    როგორ გამოიყენება?

    შეგიძლიათ მიიღოთ ტანტუმ ვერდე სავლები მისი სუფთა სახით (წყალში განზავების გარეშე) ან განზავებული.

    საზომ ჭიქაში ჩაასხით 15 მლ ტანტუმ ვერდე სავლები (ნიშნულამდე).
    თუ გსურთ მისი განზავებული მიღება, დაამატეთ წყალი 30 მლ-ის მითითებულ ნიშნულამდე.

    საჭიროებისამებრ ჩამოიბანეთ ან გამოიოვლეთ დღეში 2-3-ჯერ (არ გადაყლაპოთ) არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

    მიმართეთ ექიმს, თუ ვერ შეამჩნევთ რაიმე გაუმჯობესებას ან თუ შეამჩნევთ სიმპტომების გაუარესებას მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ.

    რას შეიცავს ტანტუმ ვერდე სავლები 0.15%

    აქტიური ნივთიერებაა: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი.

    სხვა ინგრედიენტებია: გლიცერინი, ეთანოლი (96 პროცენტი), საქარინი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პიტნის არომატი, პოლისორბატი 20, ქინოლინის ყვითელი, ღია ცისფერი V (E 131), გაწმენდილი წყალი.