გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    უსიამოვნო სუნი პირის ღრუში საიდან მოდის როგორ ვუმკურნალო?

    უსიამოვნო სუნს  პირის ღრუდან შეიძლება ქონდეს ისეთი  მარტივი  მიზეზები,  როგორიცაა  პირის სიმშრალე, კბილების გახეხვის დავიწყება ან არომატული საჭმლის მიღება, მაგრამ  თუ განცდა გაჩნდა, რომ სხვები მუდმივად ინარჩუნებენ დისტანციას, დროა გამოიკვლიოთ მიზეზი – და უმკურნალოთ მას.

    ცუდი სუნი: რა უნდა იცოდეთ

    ქრონიკული ცუდი სუნის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, პირის სიმშრალე, არასწორი კვება ან სტრესი, რესპირატორული და  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;

    ცუდი სუნის წინააღმდეგ საბრძოლველად, დაგეხმარებათ კბილებისა და ენის საფუძვლიანი გაწმენდა, რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან, დაბალანსებული შერეული დიეტა, ალკოჰოლის, ნიკოტინის, შავი ჩაის და ყავის თავიდან აცილება, საკმარისი სითხის მიღება და ნებისმიერი ძირითადი დაავადების მკურნალობა.

    ნადები და ქვები

    პირის ღრუში არსებული ნადები და ქვები ასევე იწვევს ცუდ სუნს; ამ შემთხვევაშიც, გამომწვევი ბაქტერიები არიან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა, კბილის პასტისა და სავლების სწორად შერჩევა და, რაც მთავარია, კბილების პროფილაქტიკური წმენდა, წელიწადში ორჯერ.

    პირის ღრუს სიმშრალე

    როდესაც სხვადასხვა მიზეზით, პირის ღრუში ნერწყვის გამოყოფა იკლებს (ჰიპოსალივაცია), ჩნდება უსიამოვნო სუნი. ნერწყვის ფუნქცია, პირის ღრუს დატენიანებასთან ერთად, ბაქტერიებთან ბრძოლაცაა. როცა ნერწყვის გამოყოფა მცირდება, ბაქტერიების რაოდენობა მატულობას და, შესაბამისად, ჩნდება უსიამოვნო სუნი.

    სხვა ფაქტორები

    პირის ღრუზე გავლენა სხვა ორგანოებსაც შეიძლება ჰქონდეთ. ჰალიტოზი (უსიამოვნო სუნი პირის ღრუში) ყველაზე ხშირად გასტროენტეროლოგიურ დაავადებებს უკავშირდება, ასევე, დიაბეტსაც.

    რეკომენდირებული პროდუქტი

    თუ უსიამოვნო სუნი გამოწვეულია პირის ღრუს ან ყელის მწვავე ანთებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ პირის ღრუს სავლები საშუალება, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, როგორიცაა ტანტუმ ვერდეს სავლები ხსნარი (ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი)