გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    ყელის ტკივილი

    ყელის ტკივილმა შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

    შეიძლება ხშირად არ გიფიქრიათ ამაზე, თუმცა ყელის ტკივილი მნიშვნელოვნად მოქმედებს  ჩვენს ურთიერთობაზე გარშემო მყოფ ხალხთან. როცა საუბრობთ, იცინით, მღერით, საკვებს მიირთმევთ ყელის გამოყენება გიწევთ. ამიტომ თუ თქვენ სისტემატიურად გაწუხებთ შემაწუხებელი ყელის ტკივილი, თუნდაც მოკლე საუბარი მეგობრებთან შეიძლება გარდაიქმნას  არასასიამოვნო შეგრძნებაში. ამის გამო, ყელის ტკივილმა შეიძლება იმოქმედოს თქვენს სოციალურ ცხოვრებაზე იმაზე მეტად ვიდრე იფიქრებდით.

    ყელის ტკივილი, ასევე ცნობილი როგორც ფარინგიტი, ზოგადად ვლინდება როგორც მტკივნეული და შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე მეტად გავრცელებული ყელის ტკივილის სიმპტომები, რომელიც თქვენთვის შეიძლება ნაცნობი იყოს:

    ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება

    ხმიანობა

    მშრალი ხველა

    ყელში გაღიზიანების შეგრძნება

    ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს, ყელის სხვადასხვა მიდამოში ანთებითი პროცესით. თავის მხრივ ანთებას სხვადასხვა ვირუსებთან და ინფექციებითაა გამოწვეული.

    ყელის ტკივილი, სხვადასხვა ვირუსებთან და ინფექციებითაა დაკავშირებული.

    ყელის ტკივილისთვის

    ტანტუმ ვერდე სპრეი

    0.15%
    30 ml

    ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

    ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი იმ მდგომარეობების რაც იწვევს ყელის ტკივილს. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა უბრალო გაციება, გამოწვეულია ვირუსებისგან და ექვემდებარება გაუმჯობესებას თანდათანობით ერთი კვირის პერიოდში. სხვა ტიპის ყელის ტკივილი, როგორიცაა ყელის სტრეპტოკოკი, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით და საჭიროებს ანტიბიოტიკურ მკურნალობას. ყელის ტკივილი შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაშიც კი თუ ზედმეტად ავუწევთ ხმას (ყვირილი) ან შეიძლება ალერგიის გამო, გარე დაბინძურების, შეიძლება თამბაქოს მოწევისგანაც. გასათვალისწინებელია ასევე ყელის ტკივილის განვითარების რისკი იზრდება ზამთრის პერიოდში ან დაბალი ტენიანობის გარემოში.

    ფარინგიტი

    ყელის უკანა ნაწილის ანთება. ხშირად უწოდებენ უბრალოდ “ყელის ტკივილს”. მას შეუძლია გამოიწვიოს ყელში მტკივნეული ან გაღიზიანებული შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება და ხმის ჩახლეჩა.

    გაციება

    ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება ადამიანებში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სურდოს ან გაჭედვას, ყელის ტკივილს, ხველას, ცემინებას და თავის ტკივილს.

    ტონზილიტი

    ტონზილების ანთება ან ინფექცია, რაც იწვევს შეშუპებას. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას, ცხელებას და თავის ტკივილსაც კი.

    ლარინგიტი

    ხორხის ინფექცია (ასევე უწოდებენ “ხმის ყუთს”), ყელის ნაწილი, რომელიც შეიცავს ვოკალურ იოგებს. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, ქრონიკული ხველა და ჭარბი ლორწოს ყელში.

    უვულიტი

    ყლაპვის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, წვა ან მტკივნეული შეგრძნება ყელში, ყლაპვის გაძნელება და პოტენციური სუნთქვის პრობლემები.

    ყელის სტრეპტოკოკი

    ტონზილების ანთება ან ინფექცია, რაც იწვევს შეშუპებას. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას, ცხელებას და თავის ტკივილსაც კი.