გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    ყელის ტკივილი ცივი სასმელებისგან

    ეს კარგი გრძნობაა! ბევრი ადამიანისთვის ცივი სასმელები უბრალოდ კლასიკური ზაფხულის აჯენდის ნაწილია. კარგი ამბავი: ცივი სასმელები ჩვეულებრივ არ იწვევს ყელის ტკივილს. თუმცა, ყელის ლორწოვანი გარსის გაგრილების გამო, ცივს საკვებს შეუძლია უფრო მგრძნობიარე გახადოს იგი, პათოგენების მიმართ.

    რატომ ემართებათ სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები ზაფხულში?

    სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, ცხელება – ზამთარში არავის აკვირვებს, ვინაიდან რესპირატორული ვირუსების გავრცელების სეზონია, მაგრამ ეს სიმპტომები ხშირია ზაფხულშიც. საქმე ისაა, რომ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების (სურდო, ანგინა, ლარინგიტი, ტრაქეობრონქიტი) გამომწვევი ვირუსები სიცოცხლისუნარიანია მთელი წლის განმავლობაში. გადაცივება, რის ფონზეც აქტიურდებიან ვირუსები, შეიძლება მოხდეს ცხელ ზაფხულშიც: სიცხე ართულებს მდგომარეობას – აშრობს ცხვირის და ხახის ლორწოვანს, რაც ამცირებს იმუნოგლობულინების გამომუშავებას და ადგილობრივ იმუნიტეტს. ამასთანავე, სიცხეში ჩვენ ვეძებთ გაგრილების საშუალებებს.

    ყინულიანი სასმელები, დიდი რაოდენობით ნაყინი, ცივ წყალში ბანაობა – იწვევს ორგანიზმის გადაციებას და ვირუსების გააქტიურებას

    იხილეთ

    რა არის ზაფხულში გაციების ყველაზე ხშირი ფაქტორები?

    მზეზე დიდხანს ყოფნა

    ორპირი ქარი

    მზის სხივების ხანგრძლივი მოქმედება აქვეითებს იმუნიტეტს, მოდუნებულ ორგანიზმში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება კი (მაგალითად, პლაჟზე გარუჯვისას და შემდგომ ცივ წყალში ბანაობისას) იწვევს პათოგენური ვირუსების და მიკრობების გააქტიურებას. დიდი რაოდენობით ცივი სასმელები, ნაყინი, ძლიერ გაციებული ხილი იწვევს ადგილობრივ გადაცივებას და ზრდის ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტის განვითარების შანსს.

    ჰაერის მოძრავი ნაკადი უფრო მეტად იწვევს სხეულის გადაცივებას, ვიდრე თანდათანობით დაწეული ტემპერატურა.

    ალკოჰოლი

    ხშირი მოგზაურობა

    სიმთვრალის დროს სისხლძარღვები გაფართოებულია, სითბოს გაცვლა ხდება უფრო ინტენსიურად, ადამიანი კი პრაქტიკულად ვერ გრძნობს სიცივეს და დისკომფორტს ალკოჰოლის მაანესთეზებელი ეფექტის გამო. ამიტომ მცირეოდენმა გადაცივებამაც შეიძლება მიგვიყვანოს ფილტვების ანთებამდე.

    ზაფხულის თვეებში, შვებულების დროს, ადამიანები ხშირად მოგზაურობენ, მიკროფლორის გაცვლის ალბათობა მატულობს და ეს ზრდის ინფიცირების შანსს.

    როგორ ავიცილოთ გაცივება ზაფხულში?

    ზაფხულის ცხელ ამინდებში ხშირად ვკარგავთ სიფხიზლეს: დიდი რაოდენობით ვსვამთ ცივ სასმელებს, ვისვენებთ კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში, ვართ ორპირ ქარში, ხანგრძლივად ვრჩებით მზეზე, მოგზაურობისას ვიღებთ უჩვეულო საკვებს და წყალს, ვიმყოფებით განსხვავებულ ბაქტერიულ გარემოში, ვერ ვასწრებთ ადაპტაციას (აკლიმატიზაციას). ყოველივე ეს აქვეითებს იმუნიტეტს და იზრდება დაავადების რისკიც. ამიტომ უნდა ვერიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ზომიერად მივიღოთ მზის აბაზანები, გარუჯვის შემდეგ, წყალში შესვლამდე, გავგრილდეთ ჩრდილში, ვსვათ ბევრი სითხე, სრულყოფილად ვიკვებოთ (რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს ხილი და უმი ბოსტნეული). დამატებით შეიძლება მივიღოთ C ვიტამინი. აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა, სრულყოფილი ძილი.

    ყელი მტკივა როგორ მოვიქცე?

    არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია ტკივილი, ყელის წვა, ჩხვლეტა ან “ნაკაწრი” – თუ სიმპტომები უკვე შემოიპარა, მას ზაფხულის საუკეთესო დღეების გაფუჭება შეუძლია.

    აიცილე თავიდან ნებისმიერი სახის ყელის ტკივილი – გამოიყენე ტანტუმ ვერდე სპრეი! რომელიც არა მხოლოდ ხსნის ყელის ტკივილს, არამed ხელს უწყობს დაავადების უკუგანვითარებას  გაეცანით დანიშნულებას