გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    ყელის ტკივილი ღამის კოშმარი

    “ანგინა” (ანუ ნუშურების ანთება) ლათინური სიტყვაა და მოჭერას, შევიწროებას ნიშნავს. ეს დაავადება, ისევე როგორც სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციები, ბავშვის გარემოსთან ურთიერთობის შედეგია, სადაც 200-მდე სახეობის ვირუსი, ბაქტერია თუ სოკო ტრიალებს. 100-დან 70 შემთხვევაში ეს დაავადებები გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ხშირად ხელს უწყობს ბაქტერიული ფლორის გააქტიურებას და ბაქტერიული ინფექციის ჩამოყალიბებას. უმწიფარი იმუნური სისტემის გამო ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. მაგრამ, რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რაც უფრო ხშირად ხდება ბავშვი ავად რესპირატორული ინფექციით, მით უფრო უკეთ „იწვრთნება“ მისი იმუნური სისტემა. გარემოსგან ბავშვის იზოლირებას ვერ მოვახდენთ, მაგრამ შეგვიძლია, რამე ვიღონოთ, რათა დაავადება რაც შეიძლება მსუბუქად წარიმართოს და ამ პერიოდში იმუნური სისტემაც გამოვაწრთოთ.


    მიკრობთა განსაზღვრული შტამები ბავშვის ცხვირ-ხახაშიც არის, მაგრამ მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება, მაგალითად, ვირუსული ინფექციის, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის დროს. მშობლები ამას ხშირად გაციებას აბრალებენ, მაგრამ გაციება, როგორც დიაგნოზი, არ არსებობს. უბრალოდ, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმში მობინადრე პირობით-პათოგენური ფლორის გააქტიურებას.

    რატომ დაერთვის ანგინა რესპირატორულ ინფექციას? საქმე ის არის, რომ სასუნთქი სისტემის წინა ხაზი სწორედ ხახის ლორწოვანი და ტონზილებია, რომლებიც ვირუსულ დარტყმას საკუთარ თავზე იღებენ. ყელის გაწითლება და ტემპერატურის მომატება, ინფექციის საპასუხო რეაქციაა. ეს კატარული ანგინაა. თუ პროცესში ბაქტერიული ფლორაც ჩაერთო, ყალიბდება ბაქტერიული ანგინა, იწყება ყელის ძლიერი ტკივილი, დიდდება კისრის ლიმფური კვანძები, ნუშურებზე ჩნდება ნადები, უმეტესად – თეთრი. ეს უკვე ფოლიკულური ანგინა გახლავთ. დაავადებას თან სდევს მაღალი ტემპერატურა – 38-39°C.

    ხშირია ინტოქსიკაციის მოვლენები: საერთო სისუსტე, ღებინება… ზოგჯერ მენინგიზმის სურათიც კი ვითარდება. ასეთ დროს ზოგად-გამაჯანსაღებელ სიმპტომური საშუალებებია რეკომენდირებული.

    არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია ტკივილი, ყელის წვა, ჩხვლეტა ან „ჩხაპნის შეგრძნება“: აიცილე თავიდან ნებისმიერი სახის ყელის ტკივილი – გამოიყენე ტანტუმ ვერდე სპრეი, რომელიც არა მხოლოდ ხსნის ყელის ტკივილს, არამედ ხელს უწყობს დაავადების უკუგანვითარებას!

    რეკომენდირებული პროდუქტი