გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    ყელის ტკივილი კონდიციონერისგან ?

    ყველაზე მშვენიერ ზაფხულშიც კი, ყელის ტკივილმა შეიძლება ნამდვილად გააფუჭოს ჩვენი განწყობა.  ხმის ჩახლეჩვა, ყელის ტკივილი ან მტკივნეული ყლაპვის პრობლემები გავლენას ახდენს ყოველდღიურ ურთიერთობებზე და განწყობაზე.

    სადაც არ უნდა წავიდეთ – მეგობართან სტუმრად, ოფისში, ავტომობილის სალონში, თუ სხვაგან, ყველგან კონდიციონერი გვხვდება. სიცხისგან შეწუხებულებს, კონდიციონერთან ახლოს ყოფნა ძალიან გვსიამოვნებს, თუმცა, რამდენად უსაფრთხოა ზაფხულის სეზონის ეს განუყრელი ატრიბუტი ჯანმრთელობისთვის?

    არის თუ არა კონდიციონერი უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

    თანამედროვე კონდიციონერები იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ საშიშროება მაქსიმალურადაა შემცირებული. თუმცა, რა თქმა უნდა, გაყინულ და გამომშრალ ოთახში დიდხანს ყოფნა არაა რეკომენდებული – კონდიციონერით მხოლოდ დღის იმ მონაკვეთში უნდა ვისარგებლოთ, როცა ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია.

    არ არის სასურველი კონდიციონერით სარგებლობა ძილის დროს, რადგან იზრდება გაციების რისკი.

    იწვევს თუ არა რაიმე სახის დაავადებებს კონდიციონერი?

    როცა კონდიციონერის უარყოფით გავლენაზე ვსაუბრობთ, პირველი და უმთავრესი ეს არის გაციება, რასაც იწვევს კონდიციონერისგან წამოსული ცივი მასების პირდაპირი ზემოქმედება.

    ნუ დასხდებით კონდიციონერისკენ ზურგით, იზრუნეთ, რომ ჰაერი მაღლა იყოს მიმართული და უშუალოდ თქვენსკენ არ მოედინებოდეს.

    გასათვალისწინებელია ალერგიული ფონიც. მხედველობაში მიიღეთ,, რომ კონდიციონერის ფილტრი იზიდავს მტვრის ნაწილაკებს, რომელზეც მიკრულია ოთახის ბაქტერიები და მიკრობები.

    რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ სახლში ბავშვია?

    მნიშვნელობა არ აქვს, ზრდასრულია თუ პატარა, ვეცადოთ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა იყოს. ხშირად გაანიავეთ ოთახი და გახსოვდეთ, რომ როცა ყველა პირობა დაცულია, კონდიციონერი ბავშვის იმუნიტეტს ვერაფერს დააკლებს.

    ხმის იოგები

    თუ ადამიანს ხმის იოგებზე სერიოზული პრობლემა აქვს, რასაკვირველია, კონდიციონერი იმოქმედებს. გასათვალისწინებელია 2 ფაქტორი – ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობა და საჭიროზე დაბალი ტემპერატურა. ნუ დადგებით/დაბრძანდებით კონდიციონერთან ახლოს, არ შეიძლება კონდიციონერი მთელი დღის განმავლობაში ჩართული იყოს.

    კონდიცირების განსაკუთრებული შემთხვევა მანქანაში

    მანქანაში დაცხა და ჩვენ სწრაფად დავაყენეთ კონდიციონერი მაქსიმუმზე, რათა გაგრილდეს მანქანა. ტემპერატურის ძალიან მაღალმა, სწრაფმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს გაციება, რაისი მიზეზიც არის კონდიციონერისგან წამოსული ცივი მასების უშუალო ზემოქმედება. ძირითადი სიმპტომი, რომელიც ამ დროს ვითარდება არის ყელის ტკივილი. ამიტომ გთხოვთ, არ აირჩიოთ ყველაზე მაღალი პარამეტრი და არ მიმართოთ ჰაერის ნაკადს პირდაპირ სხეულზე.

    ყელი მტკივა - როგორ მოვიქცე?

    არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია ტკივილი, ყელის წვა, ჩხვლეტა ან „ნაკაწრი“ – თუ სიმპტომები უკვე შემოიპარა, მას ზაფხულის საუკეთესო დღეების გაფუჭება შეუძლია.
    აიცილე თავიდან ნებისმიერი სახის ყელის ტკივილი – გამოიყენე ტანტუმ ვერდე სპრეი,
    რომელიც არამხოლოდ ხსნის ყელის ტკივილს, არამედ ხელს უწყობს დაავადების უკუგანვითარებას!  გაეცანით დანიშნულებას (ეს იქნება ღილაკი რომელიც დანიშნულებაზე გადაიყვანს და ყველა ჯერზე თავიდან არ მოგვიწევს დანიშნულების წერა)