გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    ყელის ტკივილის მკურნალობა ბავშვებში

    ხახისა და ნუშურების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან, როგორც მედიკოსები უწოდებენ, მწვავე ფარინგოტონზილიტი, გავრცელებული პათოლოგიაა. ამ დაავადების დამახასიათებელ სიმპტომებს – ყელის ტკივილს, სიმშრალეს, ფხაჭნის შეგრძნებას, ტკივილს ყლაპვის დროს – ბავშვები სამი წლის ასაკიდან გვაგებინებენ, თუმცა გასინჯვისას, ფარინგოტონზილიტის ნიშნებს უფრო მცირე ასაკშიც ვამჩნევთ.

    ათიდან 7-9 შემთხვევაში მწვავე ფარინგოტონზილიტის, გრიპის ან სხვა რესპირაციული დაავადების გამომწვევი ვირუსი იწვევს. ამ დროს ანტიბიოტიკების ხმარება არამცთუ უშედეგო, მავნებელიც კია. ჯერ ერთი, დადგენილია, რომ ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება არ ცვლის დაავადების ხანგრძლივობასა და სიმძიმეს, არ ამცირებს გართულების ალბათობას. თანაც, მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული (გამძლე) ბაქტერიების გაჩენას ასახელებენ, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ამ მედიკამენტების გაუმართლებლად ხშირი გამოყენებაა. ამდენად, რაც უფრო ხშირად და არასწორად გამოვიყენებთ ანტიბიოტიკებს, მით უფრო მეტია ალბათობა, მომდევნო ჯერზე დაავადება უფრო „ჯიუტმა“ და ძნელად სამკურნალო მიკრობებმა გამოიწვიონ. როცა ყელის ტკივილს თან სდევს ხველა ან სურდო, ფაღარათი, თვალის ლორწოვანის გაწითლება (კონიუქტივიტი), პირის ღრუში წყლულების გაჩენა (სტომატიტის), ვირუსზე უნდა გვქონდეს ეჭვი. თუ ამ დროს სიცხე 38°C-ს არ აღემატება, ბავშვი სამ წელზე უფროსი ასაკისაა და თავს მეტ-ნაკლებად კარგად გრძნობს, შეგიძლიათ, თავს სიმშვიდის უფლება მისცეთ. ხოლო 38°C-ზე მეტი სიცხე, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება,

    ნუშურების გადიდება და მათზე თეთრი ნადების გაჩენა, დაავადების ბაქტერიულ წარმოშობაზე მიუთითებს.

    მოგეხსენებათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ თუ ბაქტერიულ ფარინგოტონზილიტზე მცირე ეჭვი მაინც გაგიჩნდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მით უმეტეს, თუ შეამჩნიეთ ამ ნიშნებიდან ერთ-ერთი მაინც:

    • გაძნელებული ჩასუნთქვა;

    • გაძლიერებული ნერწყვდენა;

    • სუნთქვის გახშირება;

    • ხმის ტემბრის დადაბლება;

    • კისრის კუნთების ისე გამაგრება, რომ თავის დახრა ჭირს. მსგავს სიტუაციებში დროის დაკარგვას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს.

    მიუხედავად იმისა, თუ რა არის ფარინგოტონზილიტის გამომწვევი, უმნიშვნელოვანესია ტკივილის კუპირება და ანთებითი პროცესის უკუგანვითარება. ამისთვის არაერთი, კარგად აპრობირებული მედიკამენტია მოწოდებული, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ტანტუმ ვერდეს – იტალიური კომპანია „ანჟელინის“ ორიგინალურ პროდუქტს. ტანტუმ ვერდე ხელმისაწვდომია საქართველოს სააფთიაქო ქსელებში როგორც სპრეის, ისე სავლები ხსნარის სახით.

    გაეცანით დანიშნულებას

    არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია ტკივილი, ყელის წვა, ჩხვლეტა ან „ჩხაპნის შეგრძნება“ – თუ სიმპტომები უკვე შემოიპარა, მას ზაფხულის საუკეთესო დღეების გაფუჭება შეუძლია. აიცილე თავიდან ნებისმიერი სახის ყელის ტკივილი – გამოიყენე ტანტუმ ვერდე სპრეი, რომელიც არა მხოლოდ ხსნის ყელის ტკივილს, არამედ ხელს უწყობს ანტებითი პროცესის უკუგანვითარებას!