გამოიწერე სასარგებლო სიახლეები

    ყელის ტკივილის პრევენცია: 10 სასარგებლო რჩევა

    გაციება, ალერგია, ტონზილიტი: ყელის ტკივილს შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს – მაგრამ ყელის ყველა პრობლემას ერთი საერთო აქვს : ისინი უკიდურესად უსიამოვნოა და ჩვენ მათი თავიდან არიდება გვირჩევნიაგ

    საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ყელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად, ყელის მწვავე ტკივილის მრავალი მიზეზის პრევენცია შედარებით მარტივად შეიძლება რამდენიმე ძირითადი რჩევით.

    რჩევა 1: დაიცავით ჰიგიენის ძირითადი წესები

    გაციების მრავალი ვირუსი გადადის წვეთოვანი ან ნაცხის ინფექციების მეშვეობით. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ყელის ტკივილი ან გაციება, რეგულარულად უნდა დაიბანოთ ხელები ან დაიდენზიფიციროთ. გაწმინდეთ ხშირად შეხებადი საგნები, როგორიცაა მობილური ტელეფონები, ლეპტოპები ან კარის სახელურები, არ გააზიაროთ დანა-ჩანგალი, სათვალეები, კოსმეტიკა ან პირსახოცები სხვა ადამიანებთან

    თუ შესაძლებელია, მოერიდეთ სახეზე შეხებას, რადგან ვირუსები ან ბაქტერიები განსაკუთრებით ადვილად შეაღწევენ ლორწოვან გარსში.

    რჩევა 2: მოერიდეთ ინფექციის წყაროებს

    გარკვეულ შემთხვევებში ღირს დისტანციის დაცვა: განსაკუთრებით, ცივი სეზონის პიკზე, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ კონტაქტს ავადმყოფებთან და ადამიანებთან დახურულ თავშეყრის ადგილებში, საჭიროების შემთხვევაში ატაროთ ნიღაბი. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ პირადი ინფიცირების რისკი.

    რჩევა 3: დაიცავით თქვენი ხმა

    მსახიობები, ხშირად მოლაპარაკე ჟურნალისტები და მომღერლები დაგვეთანხმებიან რომ: ხშირი ლაპარაკი, სიმღერა ან ყვირილი ამძიმებს ხმას და შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩვა ან ყელის გაღიზიანება. ამიტომ, დაასვენეთ თქვენს ვოკალურ კვანძები მიეცით შვება, თუნდაც მიკროფონის გამოყენებით.

    რჩევა 4: მოერიდეთ ალერგენებს და ყელის გამღიზიანებლებს

    ეს არ ეხება მხოლოდ თამბაქოს კვამლს და ვეიპის ორთქლს (აქტიურ და პასიურ მწეველებს), რომელებიც აღიზიანებენ სასუნთქ გზებსა და ყელის ლორწოვან გარსს. სხვა ბევრმა ნივთიერებამ, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება, შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი და ასევე დაასუსტოს იმუნური სისტემა. ცხელი სანელებლების, ალკოჰოლისა, განსაკუთრებით ცხელი ან ცივი საკვებისა და სასმელის გარდა, ასევე წვრილმა მტვერმა, ქიმიკატებმა და ალერგენებმაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ყელის ტკივილი. მაგალითად, თუ ალერგიული ხართ მტვრის, ცხოველის თმის, ან საკვების მიმართ, იხილეთ დამატებითი ინფორმაცია სტატიაში გაციება თუ ალერგია

    რჩევა 5: არ გაცივდეთ

    ზაფხულში მოერიდეთ კონდიციონერებს, ვენტილატორებს და გარე აუზში ხანგრძლივი ვიზიტებს, ისევე როგორცკონტაქტს დაავადებულ პირებთან.

    რჩევა 6: დალიეთ საკმარისი რაოდენობით სითხე

    სასურველია დღეში 2-3 ლიტრი სითხის მიღება: თუ თქვენს ორგანიზმს საკმარისი სითხე აწვდით, თქვენ ასევე ხელს უწყობთ ლორწოვანი გარსების მნიშვნელოვან დატენიანებას. შეგიძლიათ მიიღოთ წყალი, უშაქრო მცენარეული ჩაი ან ძლიერ განზავებული ხილის კომპოტი-წვენი.

    რჩევა 7: შეინარჩუნეთ ტენიანობა ოთახში

    პირის ღრუს შიგნიდან დატენიანების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სასურველია გარედან დატენიანებაც, რადგან ზედმეტად მშრალი ლორწოვანი გარსები უფრო მგრძნობიარეა პათოგენების მიმართ. როდესაც, გათბობის სისტემის მუშაობის შედეგად, ოთახში ჰაერი მშრალია, უბრალოდ რადიატორზე წყლით სავსე თასის დადებამაც კი შეიძლება გააუმჯობესოს ოთახის მიკროკლიმატი.

    რჩევა 8: ბევრი სუფთა ჰაერი

    გამოდით გარეთ, შედით ბუნებაში! სუფთა ჰაერზე რეგულარული ვარჯიში კარგია თქვენთვის და აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას – უბრალოდ დარწმუნდით, რომ ჩაიცვით სწორი ტანსაცმელი ამინდის შესაბამისად, გაციების ან ზედმეტად გაოფლიანების თავიდან ასაცილებლად.

    რჩევა 9: მიირთვით ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები

    მნიშვნელოვანია, მიიღოთ ჯანსაღი, მრავალფეროვანი, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები. როცა თავს სრულყოფილი, ჯანსაღი საკვებით ანებივრებთ, ამით თქვენს ორგანიზმს მიაწვდით ყველა მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას, ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

    ინგლისური რეკომენდაცია “ჭამე ცისარტყელა” შესანიშნავი წესია: შეეცადე, ცისარტყელას ყველა ფერი ჩართო შენს რაციონში, კვირის განმავლობაში – სტაფილოდან და ისპანახიდან დაწყებული და ბანანითა და მოცვით დამთავრებული.

    რჩევა 10: შეამცირეთ სტრესი და გამოასწორეთ ძილი

    ალბათ იცით, რომ სტრესი და ძილის ნაკლებობა ასუსტებს იმუნურ სისტემას. ადამიანების უმეტესობას სჭირდება 7-8 საათი ძილი, რათა დღე ჯანსაღად და დასვენებულმა დაიწყოს. ძილის მოწესრიგებასთან ერთად, დარწმუნდით, რომ საკმარისად დაისვენეთ და შეამცირეთ სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის უზრუნველყოფა კი შეგიძლიათ მცირე, გეგმაზომიერი შესვენებებით, ფიზიკური აქტივობით და მიზანმიმართული სუნთქვითი ვარჯიშებით.

    ყელი მტკივა – როგორ მოვიქცე?

    არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია ტკივილი, ყელის წვა, ჩხვლეტა ან „ნაკაწრი“ – თუ სიმპტომები უკვე შემოიპარა, მას ზაფხულის საუკეთესო დღეების გაფუჭება შეუძლია. ნებისმიერი სახის ყელის ტკივილის დროს, გამოიყენეთ ტანტუმ ვერდე სპრეი, რომელიც არა მხოლოდ ხსნის ყელის ტკივილს, არამადე ხელს უწყობს დაავადების უკუგანვითარებას!